დოკუმენტების ტიპები და შემოწმება !

ავტორი 2Mcars

სიახლეები

12.02.2023

ამერიკის აუქციონებზე გასაყიდ მანქანებს აქვს დოკუმენტები რომლებსაც ყიდვის დროს უნდა მიექცეს ყურადღება .
 
სათანადო დოკუმენტების არ არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს გაზრდილი ხარჯები და უფრო ცუდ შემთხვევაში ექსპორტზე გამოყვანის შეფერხება ან სულაც შეუძლებლობა .
 
ამ სტატიაში გადავხედოთ ძირითად დოკუმენტების ტიპებს , რომლით შეიძლება მანქანის ყიდვა რომლით არა . 
ასევე განვიხილოთ დოკუმენტების აღდგენის ღირებულება და პროცესი.
 
Salvage Title / Salvage Certificate
აშშ-ს აუქციონებზე ყველაზე გავრცელებული დოკუმენტის ტიპი , აღნიშნული დოკუმენტით იყიდება მანქანების უმეტესობა. გამოდგება ექსპორტისთვის .  Salvage- დოკუმენტით ამერიკის ტერრიტირიაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. ასეთი დოკუმენტით მანქანის ყიდვის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის არც ექსპორტზე და შემდგომ არც რეექსპორტზე .
 
Non-Repairable Title і Certificate of Destruction
მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ აღნიშნული დოკუმენტით ნაყიდი მანქანა აუცილებლად უნდა გამოვიდეს ექსპორტზე აშშ- დან ან დაიშალოს ნაწილებად . საქართველოში , უკრაინაში , სომხეთში , აზერბაიჯანში , შუა აზიაში აღნიშნული დოკუმენტით რეგისტრაციაზე დაყენებისას პრობლემა არ შეგექმნებათ.
 
Cleаn Title / Original Title
ყველა მანქანას რომელსაც ლეგალურად აქვს უფლება გადაადგილდეს ამერიკის ტერიტორიაზე აქვს Cleаn Title / Original Title -აბუთი. 
აღნიშნული დოკუმენტით მანქანა ნიშნავს, რომ მანქანის ეწ მოხსნა რეგისტრაციიდან არ მომხდარა ( მარტივად რომ ვთქვათ არ ჩამოწერილა)
არ მომხდარა ავტო საგზაო შემთხვევა ან არ მომხდარა სადაზღვევო შემთხვევა. 
თუმცა აღნიშნული დოკუმენტით გცხვდება მანქანები სადაზღვევო აუქციონებზე .
 
Bill of Sale, Parts Only
ყურადღებით იყავით აღნიშნული ტიპის დოკუმენტი პრობლემურია ! ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას და ჩვენ გაცნობებთ ექსპორტის შესაძლებლობას ასევე რა დამატებითი ხარჯები შეიძლება წარმოიშვას ასეთი დოკუმენტით ყიდვის შემთხვევაში .
 
რომ გაგვეადვილებინა ჩვენი მომხმარებლებისათვის დოკუმენტის შემოწმების პროცესი , ჩვენს კალკულატორზე დამატებულია ველი Titel Check, ამ ველის მეშვეობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ დოკუმენტი ვარგისია თუ არა ექსპორტისათვის.

თქვენ ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ…

როდესაც გადაწყვეტ ამერიკიდან ავტომანქანის ყიდვას რას უნდა მიაქციოთ ყურადღება !

როდესაც გადაწყვეტ ამერიკიდან ავტომანქანის ყიდვას რას უნდა მიაქციოთ ყურადღება !

მანქანის შერჩევა რთული პროცესია , უამრავი ნიუანსს და დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება . ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ...

საქართველო როგორც “ავტოჰაბი”

საქართველო როგორც “ავტოჰაბი”

წლების მანძილზე საქართველო ჩამოყალიბდა როგორც “ავტოჰაბი”ჩვენთან საკმაოდ კარგად არის განვითარებული ავტოიმპორტის...